შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 05 დეკემბერი 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი პროექტი „სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა“ დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, პროგრამა წელიწადში ერთხელ, ზამთრის პერიოდში განხორციელდება. ის ადმინისტარციულ ერთეულებში, განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებთა დახმარებას ითვალისწინებს.

„413 ოჯახი პროგრამის ფარგლებში მერიისგან ერთჯერადად საკვებ პროდუქტებს: შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, მაკარონსა და ხახვს მიიღებს", - აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ეტაპობრივად გრზელდება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის საკვები პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს მიეწოდა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები