შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დემოკრატიობანას თამაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

"ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია პრეზიდენტის სახელით გაკეთებული მოწოდება, რომელიც ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის კონსულტაციებისკენ მოუწოდებს.

მმართველ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებსნ, რომ არ აპირებენ იმ პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებას, რომლის ლიდერი მათივე შეფასებით, დესტაბილიზაციაზე საუბრობს.

„რა კონსულტაციებზე არის საუბარი მე არ ვიცი იმიტომ, რომ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ რევოლუციური მოწოდებებიდან და საყოველთაო დაუმორჩილებლობიდან დაწყებული, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დამთავრებული ყველაფერი. ანუ ზუსტად რა მოთხოვნებს აყენებენ ისინი და რა უნდა გავითვალისწინოთ ცოტა გაუგებარია ჩემთვის.

თუ საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო კოდექსში და კანონმდებლობაში არსებული სხვადასხვა ხარვეზების აღმოსაფხვრელად შეხვედრები გაიმართოს, ჩვენ ვგეგმავთ უკვე მომავალი სესიიდან მუშაობას საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და თუ ამაში ჩაერთვება ოპოზიცია, მხოლოდ მივესალმებით ამ ჩართულობას,“-განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებას გაუგებარს და „დემოკრატიობანას თამაშს“ უწოდებს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

„ეს არის არასწორი პროცესი, რომელსაც მხარი დაუჭირა მარგველაშვილმა. დემოკრატიობანას თამაში მგონია მისი მხრიდან, რომელსაც საფუძველი არ აქვს. მე ვერ გავიგე ამ ადამიანს ზოგადად რა უნდა. ეს არის მისი აზრი, ალბათ მის აზრს არ გავითვალისწინებ. შესაბამისად მას არ ექნება ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა,“-აცხადებს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია