შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიტიკური ანგარიშსწორება და ბიზნესტერორი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

ბიზნესმენი ზვიად ქირია ამბობს, რომ მარტვილის მერის შვილი თავს დაესხა.

ქირია აღნიშნავს, რომ ლაშა გრიგალავამ ეს ქმედება ოთხჯერ განახორციელა. მიზეზი კი მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებია.

ბიზნესმენის განცხადებით, მერის, თეიმურაზ გრიგალავას შვილი, ლაშა გირგალავამას ჯერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ ბიზნესში დახმარებას პირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

"ჩემი კომპანია 6 თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ექვსი თვის თავზე მოხდა დავა, ლაშა გრიგალავა კი თითქოს მომრიგებელი იყო და მას უნდა დაელაგებინა ეს საქმე. მივხვდი, რომ ეს პროვოკატორია ისეთი ლაპარაკი დამიწყო მამამისმა. ეს ადამიანი მარტვილის გამგებელია და მისი შვილი ლაშა გრიგალავა. როდესაც მან მითხრა, რომ ფულია მისაცემი და ქრთამი, ეს იყო პროვოკაცია. ბიზნეს შეუქმნეს პრობლემები, იმდენად, რომ მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს კომპანიას,“-აცხადებს ქირია.

ბიზნესმენის ხმაურიან ბრალდებას პროვოკაციას უწოდებს მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა.

"ჩემი შვილი ზრდასრული ადამიანია და თვითონ გასცემს ალბათ პასუხს. ქირიასთან რა პოლიტიკური მოტივი უნდა მქონდეს, გავერკვევი ალბათ დამირეკავს"- აცხადებს მარტვილის მერი.

ბიზნესმენის განცხადების შემდეგ შსს-მ გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება