შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთავრობამ უნდა განმარტოს ამის მიზეზები"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა მიზეზების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება.


"ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები სრულად შეესაბამება და პროპორციულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან"- აცხადებს ჩუგოშვილი.

2019 წლის ბიუჯეტით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მლნ ლარი იქნება.

ამასთან ერთად, 60-მდე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია