შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი, დენდროლოგიური პარკია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2018

სალომე ზურაბიშვილისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი დენდროლოგიური პარკი იქნება- ეს განცხადება ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა ხალხის პოლიტიკაში გააკეთა, სადაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილზე იყო საუბარი:

"ის ბრძენი კაცი, ბიძინა ივანიშვილი ხშირად ჩივის ხოლმე, რომ კონსტრუქციული ოპოზიცია არ ჰყავს და მინდა კონსტრუქციულად შევთავაზო –  ვერ გადაუწყვეტიათ ინაუგურაციის ადგილი და არჩევნების ლოგიკას და ხასიათს თუ გავყვებით, სალომე ზურაბიშვილისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი დენდროლოგიური პარკი იქნება. იმიტომ, რომ როგორც ხეებს გლეჯს, ყიდულობს გაჭირვებული მოსახლეობისგან და მიაქვს და რგავს, ზუსტად იგივე გააკეთა, ფაქტობრივად იყიდა არჩევნები”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია