შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ხელისუფლებას ეშინია და უფრთხის საქართველოს მოქალაქის ხმას“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

მმართველი გუნდის უარი გაერთიანებულ ოპოზიციას შეთავაზებულ კონსულტაციებზე - საპრეზიდენტო კანდიდატი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ აუცილებელია გაუქმდეს საოლქო კომისიები, რომელიც მისი განცხადებით, გაყალბების მექანიზმია:

"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ტოტალური შეცლა და ახალი წესით დაკომპლექტება, რომელშიც პარიტეტული საწყისები იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან, პოლიტიკური პარტიები და აუცილებლად სამოქალაქო საზოგადოება. აუცილებლად გაუქმება საოლქო კომისიების, რომელიც არაფერი არ არის თუ არა გაყალბების კიდევ ერთი მექანიზმი და აუცილებლად გადასვლა პროპორციულ, ან პროპორციულ რეგიონალურ სისტემაზე.

ბერკეტები ჩვენ გვაქვს, 800 000 ზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა და ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა ეშინია და ყველაზე უფრო მეტად უფრთხის საქართველოს მოქალაქის ხმას,"-აცხადებს ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ხელისუფლებას სწორედ ამის ეშინია.

„ჩვენ, როდესაც ხელისუფლებას მივმართავთ, თუ გნებავთ ე.წ ხელისუფლებას და ამ შეთავაზებას ვაკეთებთ, გვინდა კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჯერ ერთი, მთელი 4 თვიანი პროპაგანდა იმაზე, რომ მოვა გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც ე. წ. ხელისუფლება ჯიუტად მოიხსენიებს, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“, დაიწყება არეულობა. აღარ მახსოვს, რომელიღაცა მათმა წარმომადგენელმა სიტყვა „სისხლისღვრაც“ კი იხმარა, არავითარი სისხლისღვრა არ იქნება. ჩვენ ვაპირებთ, კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში დარჩენას მუდამ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია