შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

”ივანიშვილმა მამაჩემის გარდაცვალება არც მე მომისამძიმრა და არც დედაჩემს”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

 "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი "2020NEWS"-თან საუბარში აცხადებს, რომ ჯანსუღ ჩარკვიანის მთაწმინდაზე დაკრძალვასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.

"არ მდგარა პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი ჩემს გვერდით. ამოვიდა ის კაცი ჯანსუღის პანაშვიდზე. პოეტის პანაშვიდზე იყო. მე იმ დროს გაქანებულ ოპოზიციაში ვიყავი, ჩემთვის არც მოუსამძიმრებია და დედაჩემთანაც არ მისულა ახლოს, თუ ძალიან გაინტერესებთ. ამოვიდა პანაშვიდზე და დადგა. როგორც ჩანს, მე რადგან ოპოზიციაში ვიყავი, ამ კაცმა გადაწყვიტა, რომ დედაჩემისთვის არ უნდა მიესამძიმრებინა. დავუშვათ, თანხას უხდიდა ჯანსუღ ჩარკვიანს. ხომ ვერ გამოტოვებდა ჯანსუღს - მწერალთა კავშირში ყველას უხდიდა თანხას და მარტო მას ხომ არ გამოტოვებდა.... დავუშვათ უხდიდა, გავყიდო ამის გამო სახელმწიფოებრიობა?! - მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ნაწყენი იყო მამაჩემზე, რადგან მე ვიყავი ოპოზიციაში. ჯანსუღი ისე გარდაიცვალა, რომ როცა ჰკითხეს, პირდაპირ ეთერში რუსეთი ოკუპანტიაო? - უპასუხა, რომ რუსეთი ორასი წელია, ოკუპანტია. ინგა გრიგოლიამ უთხრა - მიხარია, რომ პირდაპირ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რადგან თქვენი თაობის ადამიანებს უჭირთ ამის თქმა და ხშირად არ ამბობენო" - განაცხადა ჩარკვიანმა "2020NEWS"-თან საუბარში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა