შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 04 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას, გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკა რურუა, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. 

„მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

"პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

"მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

"რუსთავი 2"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა