შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ქვეითად მოსიარულე კაცს სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბალანსზე არსებული მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად, ბოლაჯურის მკვიდრი ნ. ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 05 დეკემბერი 2018
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის მანქანა ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრაობდა. „მანქანა ნამდვილად ჩვენია“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა გიორგი კვირჩილაძემ სატელეფონო საუბარში – „სხვა დეტალებზე პრესცენტრს დაუკავშირდით“. ეროვნული სატყეო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ დეტალებს გაარკვევენ და მოგივანებით დაგვიკავშირდებიან. სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ხუთ დეკემბერს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილი ახალციხეში პროზექტურაში გადაიყვანეს. [თამუნა უჩიძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება