შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაღდათის ინოვაციების ცენტრს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ეწვია

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 06 დეკემბერი 2018

ბაღდათის ინოვაციების ცენტრს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ჯულიუს ცაი და საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი წლის საუკეთესო მასწავლებლის მანანა კაპეტივაძის გაცნობა და ინოვაციების ცენტრის დათვალიერება იყო.

ვიზიტის ფარგლებში კულტურის ატაშე, ინოვაციების ცენტრის მუშაობას და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელს მანანა კაპეტივაძეს ჯულიუს ცაიმ, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ტიტულის მოპოვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კულტურის ატაშე ინოვაციების ცენტრში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს შეხვდა.
შეგახსენებთ, მანანა  კაპეტივაძე, რომელიც 2018 წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელია, ბაღდათის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელია, ის ასევე ხელმძღვანელობს ბაღდათის ინოვაციების ცენტრს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია