შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ერთი კატა მყავს და ალბათ ის ჩამითვალეს ქონებად"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 დეკემბერი 2018

ბაღდათის სოფელ მეორე ფერსათში მცხოვრები თამარ ფაშხუიძე სამი წელია შეწყვეტილი სოციალური შემწეობის აღდგენას ცდილობს.

"ტოპნიუსის" ინფორმაციით, ფაშხუიძის ყოველდღიურობა მძიმე და ტრაგიკულია. სოციალური შემწეობა მაღალი ქულების მიზეზით მოუხსნეს, თუმცა ვერ ხვდება მაღალი ქულა რით დაიმსახურა. ამბობს, რომ ერთადერთი კატა გააჩნია, რომელიც ოჯახის წევრის მაგივრობას უწევს.

"შვილი და შვილიშვილი ავარიაში დამეღუპა. მარტო ვარ. ჩემს საცხოვრებელს თუ საცხოვრებელი ჰქვია. რა ქონება ნახეს აქ ამხელა ქულა რომ მომივიდა. ერთი კატა მყავს და ის ჩამითვალეს ქონებად? ექიმთან ვერ მივდივარ. ფარმაცევტს ვეუბნები რა მჭირს და ის მაძლევს წამალს. საჭმელი არ მინდა, არც მაქვს. ხანდახან თუ შევჭამ ცოტა საჭმელს. სიცოცხლე აღარ მინდა,"-ამბობს თამარ ფაშხუიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში იმ მიზეზებს განმრტავენ, რაც მარტოხელა მოხუცისათვის დახმარების შეწყვეტის მიზეზი გახდა. სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ მოხუცს სახსნავ-სათესი მიწა უფიქსირდება. რაც შეეხება ოჯახის მდგომარეობის გადამოწმებას, ამ ეტაპზე გადამოწმება ვერ მოხერხდება, რადგან ბოლო შემოწმებიდან ერთი წელი გასული არ არის.

წყარო: topnews.com.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია