შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ეს შოუ სადაც უნდათ იქ ჩაატარონ, არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 05 დეკემბერი 2018

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

აღნიშნულს გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და განაცხადა, რომ ინაუგურაციის ჩაშლას არავინ აპირებს:

„არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება