შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირადობის მოწმობები 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ გაიცემა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 07 დეკემბერი 2018
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ.
"10 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში. სრულწლოვანი შშმ პირებისათვის, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენისას, ელექტრონული პირადობების და ბიომეტრიული პასპორტის მიღება იქნება უფასო" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე ინფორმაციით, მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია