საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში პლიციელი ემსხვერპლა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 07 დეკემბერი 2018
ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციელი ემსხვერპლა. დაღუპული ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით, ქვეითად მოძრავ პოლიციელს მიკროავტობუსი დაეჯახა. "ლაივპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მათი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლი მოსპობა გამოიწვია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია