შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგრანტო კონკურსი საჯარო და კერძო სკოლებისთვის

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 08 დეკემბერი 2018
საჯარო და კერძო სკოლებისთვის CENN-ი საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია მყარი ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და სეპარირებული შეგროვების (პლასტმასი, ქაღალდი, შუშა, ალუმინის ქილა) პოპულარიზაცია და მსგავსი მიდგომების დანერგვისკენ მიმართული საქმიანობა. საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების დანერგვას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირების და მყარი ნარჩნების დახარისხებას. შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო სკოლებს, რომლებიც მდებარეობენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში – აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, ასევე ქალაქ თბილისში. „გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად“ – ნათქვამია საგრანტო განცხადებაში. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 4 იანვრამდე. ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით. დამატებითი ინფორმაცია საგრანტო მოთხოვნების შესახებ, იხილეთ აქ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია