შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სტრასბურგის სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი მიიღო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 07 დეკემბერი 2018

სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ცენტრ „ემპათიის“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - ამის შესახებ პირველ არხს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

„სასამართლომ მიიღო სარჩელი და რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა. ახლა უნდა ველოდოთ კომუნიკაციას,”- აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა.

სარჩელთან ერთად, სტრასბურგში გაიგზავნა ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვაალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოში უკვე შესულია სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმესაც მოიცავს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება