შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიუსაფარი ადამიანების დასახმარებლად, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე დადგმული სოციალური კარადისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მიიტანეს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 07 დეკემბერი 2018
საქველმოქმედო აქციაში "გააზიარე სითბო" ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეს, შვიდ დეკემბერს ჩაერთვნენ."ჩვენთან აქამდე ძალიან ბევრი მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდოდათ, ახლა კი ამის საშუალება მოგვეცა, რომ გადავცეთ", – ამბობს ახალციხეში სოციალური კარადის დადგმის ინიციატორი ცირა მესხიშვილი.მისივე თქმით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ნაწილს ახალშენსა და ურაველში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსაც მიუტანენ, რომლებიც უკვე შერჩეული ჰყავთ.ახალციხეში, სოციალური კარადა სამ დეკემბერს დაიდგა. მანამდე კი საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით "გააზიარე სითბო" თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა და აქ სოციალურად დაუცველებისთვის თბილ ტანსაცმელთან ერთად სურსათიც დატოვა. მოკლე ხანში იდეას არაერთი სხვა ადამიანი გამოეხმაურა, მათ თავიანთ უბნებსა და ქუჩებზე საკვებსა და ნივთებს მოუყარეს თავი, დადგეს კარადები, იგივე მოწოდებით გადაიღეს ვიდეოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ასე მოიცვა რამდენიმე მეგობრის იდეამ, როგორც თბილისის სხვა დასახლებები, ისე ქვეყნის სხვა ქალაქები.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
მულტიმედია
საზოგადოება