შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბექა ლომთაძე ,,ალანების" ტურნირზე ფინალში რუს ფერზალიევთან დამარცხდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 09 დეკემბერი 2018
ვლადიკავკაზში ბექა ლომთაძე რუს მოჭიდავესთან რამაზან ფერზალიევთან ფინალში დამარცხდა. 61 კგ წონით კატეგორიაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4:3 დამარცხდა. ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ (61 კგ) საფინალო გზაზე სამი რუსი მეტოქე ჩამოიშორა, ნურგუნ ალექსანდროვს 4-0 და მაგომედრასულ იდრისოვს 6-4 მოუგო, ნახევარფინალში რევანში აურო ალექსანდრ ბოგომოევს ვისაც შესრულებული 4 ქულიანი გდების წყალობით 7-7-ზე აჯობა.  8-9 დეკემბერს ვლადიკავკაზში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი ,,ალანები". საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში 18-კაციანი დელეგაცია (სპორსტსმენებთან ერთად) იმყოფება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია