შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავთანდილ კენჭაძე ტურნირ ,,ალანების" ფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 09 დეკემბერი 2018

ავთანდილ კენჭაძემ ფინალში ორთაბრძოლა რუს ტიმურ ბიჟოევთან დათმო. 74 კგ წონით კატეგორიაში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 4:1 დამარცხდა. მსოფლიოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ავთო კენჭაძემ (74 კგ) ფინალისკენ მიმავალ გზაზე რუსეთის ნაკრების 4 წარმომადგენელი დაამარცხა. აჰმედ შოკუმოვს 4-1, კახაბერ ხუბეჟთის 11-0 და მაგომედ დიბირგაჯიევის 4-2 სძლია, ნახევარფინალში კი კენჭაძემ მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვს 7-3 მოუგო. 8-9 დეკემბერს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში საერთაშორისო ტურნირი ,,ალანები" მიმდინარეობდა. საქართველოდან ვლადიკავკაზში 18-კაციანი დელეგაცია იმყოფება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები