შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 08 დეკემბერი 2018

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ამაღამ მოთოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და წვიმა შეწყდება.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ამაღამ და ხვალ დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, იქნება ნისლი; მაღალმთაში – თოვლი.

ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17–22 მეტრი იქნება.

ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 8–13 გრადუსი იქნება; თბილისში – 9 გრადუსი.

10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის თბილისშიც.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი იქნება; თბილისში – 12 გრადუსი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია