შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 დეკემბერი 2018
მონაცემების მიხედვით, 2018 წლის გაზაფხულზე შემდგარი სომხეთის “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერისა და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს “ჩემი ნაბიჯი” ხმათა 70,43% აქვს.მეორე ადგილს პარტია “აყვავებული სომხეთი” 8,27%-ით იკავებს. მესამე ადგილზე პარტია “ნათელი სომხეთი”6,37%-ით გავიდა. დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა ბარიერი ვერ გადალახეს და შესაბამისად, შემდეგი 5 წლის განმავლობაში პარლამენტში ვერ მოხვდებიან.პარლამენტში აღარ იქნება წარმოდგენლი წინა მმართველი რესპუბლიკური პარტია, რომელიც აღნიშნულ ვადამდელ არჩევნებამდე საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდა.ცხრა დეკემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა წინა წლებში ჩაატრებულ არჩევნებთან შედარებით უპრეცედენტოდ დაბალი იყო.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია