შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ახალ ქუჩებზე ცხაურები კვლავ არხში ცვივა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 27 სექტემბერი 2018
გორში, ბარათაშვილისა და თამარ მეფის ქუჩის გადაკვეთაზე ცხაურები არხში ჩაცვივდა. ფოტოები იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც ახალი გზა 2016-2017 წელს დაიგო. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა განახორციელა. ცხაურების დაზიანების თემაზე მასალები არაერთხელ გამოქვეყნდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პრობლემა, მაგალითად, სადგურის დასახლებაში ერთი თვის წინ შეექმნათ. სადგურის დასახლებაში დაზიანებული ცხაურები კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა შეაკათეს. გურამიშვილის ქუჩაზე მერიას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია