შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კონკურენციის სააგენტო: უმოკლეს ვადებში შევისწავლით პურპროდუქტების ბაზარზე ვითარებას

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 10 დეკემბერი 2018
უმოკლეს ვადებში, კომპეტენციის ფარგლებში ძირეულად შევისწავლით ხორბლის და პურპროდუქტების ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას და დადგენილი წესის შესაბამისად განვახორციელებთ მონიტორინგს. აცხადებენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში. საქმე ეხება პურის ფასის გაზრდას ქვეყანაში.

„ჩვენი მიზანია, შესაბამის ბაზრებზე, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ფორმირება, არსებული სიტუაციის დროული შეფასება და სიღრმისეული კვლევა-ანალიზი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება უძღოდა წინ. მამუკა ბახტაძემ მიმართა შესაბამის ორგანოებს, პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებული ვითარება უმოკლეს ვადებში შეისწავლონ და შესაბამისი ანგარიში მოამზადონ. მისივე თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან, რაც დაუშვებელია.

თბილისში დღეს, 10 დეკემბრიდან, მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. ეს სიახლე ზუგდიდს ჯერ არ შეხებია.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია