შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 10 დეკემბერი 2018

დამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკაშირებით თელავში ღონისძიებები გაიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის კახეთის წარმომადგენლობამ თელავის დემოკრატიის სკოლასთან და მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ჩაატარა საინფორმაციო აქცია, სადაც ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების თემაზე მომზადებული ნახატები გამოფინეს.
კახეთის რეგიონში ომბუდსმენის წარმომადგენელი ეთო შიუკაშვილი განმარტავს, რომ საინფორმაციო აქციის მეშვეობით ახალგაზრდებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ადამიანის უფლებების შესახებ.
“10 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. სახალხო დამცველის აპარატი თბილისში და რეგიონებში ღონისძიებებით უერთდება ამ დღეს. თელავში მოეწყო სტენდი და გაიმართა ნახატების გამოფენა, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებათა დაცვისკენ იყო მიმართული. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე გავავრცელეთ ფლაერები და მიმოვიხილეთ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები’’,- განუცხადა knews.ge-ს ეთო შიუკაშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
კახეთის ხმა

მძიმე ამბავი