შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არჩილ გამზარდია: "აი, ასეთი მორალურ-ეთიკური მმართველი პარტია გვყავს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 10 დეკემბერი 2018

ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევის შესახებ წერს, როცა მას ჟურნალისტი კომენტარისთვის დაუკავშირდა:  

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, არსებობს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაფინანსებდათ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ხელისუფლება რომ გეკრიტიკებინათო.

ეს ის დილაა, მამაჩემი რომ გარდაიცვალა და საავადმყოფოდან ახალი შემოსული ვარ სახლში, მამა რომ გადმოვასვენე და ის ისაა, ოთახი მივალაგე და ჩამოვჯექი. არჩევნების წინა დღე.

განწყობას მიმიხვდებით, მაგრამ ამ ინფორმაციის მოსმენისას ისეთი სიცილი ამიტყდა, ჩემები შემოვარდნენ, რა გჭირსო.

აი, ასეთი მორალურ-ეთიკური მმართველი პარტია გვყავს, რომ მათი პიარ იდეოლოგები ასეთ სასაცილო დღეში იგდებენ თავს, თუმცა დრამატულიც სწორედ მათი ეს გახრწნილობაა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია