შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დეპუტატს ბევრი უფროსი ჰყავს – სინდისი, ღმერთი, კანონი, ამომრჩეველი და პარტია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 10 დეკემბერი 2018

დეპუტატს ბევრი უფროსი ჰყავს – სინდისი, ღმერთი, კანონი, ამომრჩეველი და პარტია - ეს განცხადება, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა. ქუცნაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ პარლამენტარებს, რომლებმაც იყიდეს ადგილი, მოუწევთ დაემშვიდობონ სადეპუტატო მანდატს.

მისივე თქმით, სჯობს თამარ ჩუგოშვილმა თავად დაასახელოს ვის გულისხმობდა განცხადებაში. 

"ვერ გეტყვით ვის გულისხმობს თამუნა, სჯობს ეს თვითონ დაასახელოს. ყოჩაღები და ნაკლებად ყოჩაღები ყველა ჯგუფშია, პარტიულ დეპუტატებშიც და მაჟორიტარებშიც. აქედან გამომდინარე მე არ დავიწყებ დახარისხებას, ვინ ყოჩაღია და ვინ ნაკლებად ყოჩაღი.... მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი მანდატის პრინციპი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაცული იყოს ყველას აზრის თავისუფლება. თავისუფალი მანდატი ნიშნავს იმას, რომ დეპუტატის საკუთარი სინდისის, ღმერთის და კანონის წინაშე უნდა იყოს პასუხისმგებელი და არა ვთქვათ წარმდგენი პარტიის ან ამომრჩევლის წინაშე მხოლოდ. მე ვფიქრობ, რომ დეპუტატს ბევრი უფროსი ჰყავს, საკუთარი სინდისი, ღმერთი, კანონი, ამომრჩეველი და პარტია. ამ ბევრ უფროსში ჩემთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს, კანონი, სინდისი და ღმერთი. ეს სამი მთავარი ღირებულებაა. რა თქმა უნდა ხალხის აზრს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა ხალხის აზრი არასწორი ყოფილა. ასე, რომ ამ შემთხვევაში ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლებოდი,"-განაცხადა ქუცნაშვილმა ipress-სთან საუბრისას. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია