შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უფასო ავტობუსი და აიპები, რომლებიც მისამართს შეიცვლიან-სოფელ ოზურგეთში კულტურის სახლი კეთდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 10 დეკემბერი 2018

სოფელ ოზურგეთში კულტურის სახლი კეთდება, რომლისთვისაც მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.  ამის შესახებ  ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს გამართულ მისი ერთწლიანი მუშაობის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სოფელ ოზურგეთის ცენტრში მდებარე შენობა,  კულტურის სახლად გადაკეთდება და იქ ერთდროულად რამდენიმე სამსახური განთავსდება. მათ შორის; კულტურისა და  მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრები, სხვადასხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული  ანსამბლები. მრავალფუნქციურ შენობაში ასევე  450 მაყურებელზე გათვლილი  დარბაზი გაკეთდება. კულტურის სახლს მოემსახურება ავტობუსი, რომელიც შარაშენიძის თქმით, ყოველ ათ წუთში ერთხელ ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს. 

"როდესაც მე ოზურგეთის გამგებელი ვიყავი, დავიწყე სოფელ ოზურგეთის ცენტრში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოები. იქ გამოვცვალეთ სახურავი, ფანჯრები, გვქონდა გაკეთებული პროექტი, მაგრამ შემდეგ ეს საქმეგაჩერდა. 

იცით ისიც, რომ არც კულტურის ცენტრს, არც მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს საკუთარი შენობა არა აქვთ და ყოფილი საფერშლოს შენობაში არიან ამ ეტაპზე. ამიტომ, გაზაფხულზე დავიწყებთ  კულტურის სახლის რეაბილიტაციას, სადაცგადავიყვანთ კულტურის აიპს, სხვადასხვა ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსამბლებს. იქნება ასევე 450 მაყურებელზეგათვლილი დარბაზი, სადაც გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. 

 სოფელ ოზურგეთში ოზურგეთის გამგეობის შენობიდან ყოველ ათ წუთში ერთხელ იმოძრავებს ავტობუსი, რომელიცმოსწავლეებს და მასწავლებლებს მოემსახურება უფასოდ. ამის თაობაზე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ავტობუსის შესაძენად"-აღნიშნა კოტე შარაშენიძემ. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა