შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კურორტ ნასაკირალის რეაბილიტაცია და ,,გურიის ჩაის გზა“-ალეკო მამეშვილმა საინვესტიციო პროექტები წარმოადგინა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 10 დეკემბერი 2018

დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ოზურგეთის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით, საინვესტიციო ფორუმი მოეწყო.
ორუმზე ოზურგეთის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა კურორტ ნასაკირალის რეაბილიტაციისა და ,,გურიის ჩაის გზის“ საინვესტიციო პროექტები წარმოადგინა. 
 შეხვედრას ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროგრამების მენეჯერი გიორგი კვარაცხელია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული პროდუქტების სამმართველოს უფროსი თამარ მაისურაძე, კომპანია ,,გამა კონსალტინგის,“ ასევე ინოვაციეიბისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ,,პროგრესის სახლის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ. 
ოზურგეთის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობასა და ბალნეოლოგიური კურორტის - ნასაკირალის რეაბილიტაციის გზით , სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე ისაუბრა.
ფორუმზე წარმოდგენილ ფოტო მასალა მიეძღვნა კურორტ ნასაკირალის უნიკალურ ისტორიას, რომელიც ათვლას 1933 წლიდან იწყებს. ნასაკირალის მინერალური წყალი გამოიყენებოდა კუჭ-ნაწლავის, ძვალ-სახსროვანი, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, კანისა და სხვა მნიშვნელოვან დაავადებათა სამკურნალოდ. 50 - იან წლებში ხდებოდა ნასაკირალის სასმელი წყლის ჩამოსხმა. 
 წელს ოზურგეთის მერიის ეკონომიკიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ინიციატივით, კურორტის ტერიტორია ნანგრევებისაგან გაიწმინდა, მომზადდა ჰოდროლოგიური დასკვნა, მოეწყო გადასახედი ადგილი, დაიწყო გამწვანების ღონისძიებები და გაჩნდა პირველი ინფრასტრუქტურაც. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ნასაკირალის მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობა სტაბილურია და დროში არ იცვლება.
 პროექტი მოიცავს სასტუმროსა და სპაცენტრის მოწყობას. ბალნელოლოგიურ მომსახურებასთან ერთად ტურისტულ მომსახურებაში ჩაერთვება და განვითარდება ოზურგეთის სხვა ტურისტული ლოკაციები.
 წლის განმავლობაში მომსახურებას 4 000 ადამიანი მიიღებს, ხოლო გადასახადების სახით ბიუჯეტში დამატებით 400 000 ლარის მობილიზება მოხდება.
 რაც შეეხება, ,,გურიის ჩაის გზის“ პროექტს, ალეკო მამეშვილმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების და დასაქმების ზრდა აგროტურიზმის განვითარების გზით.
 პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ასოციაცია ,,ელკანა.“ 

ოფიციალური ინფორმაცია

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა