შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" სასამართლოს მიმართავს და სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 დეკემბერი 2018
ვაშაძის თქმით, მოთხოვნის მთავარი მოტივი წინასაარჩევნოდ 600 000 ამომრჩევლის მოსყიდვაა, რომელსაც სესხების განულების პროგრამა შეეხო."საარჩევნო კოდექსი” პირდაპირ კრძალავს ასეთ ქმედებას. ჩვენს სარჩელში უამრავი მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ კუთხით, რომ რაღაც თაღლითური დაპირება გაიცა 600 000 ამომრჩეველზე. ეს არის პირდაპირი მოსყიდვა. ასევე ყველას კარგად გვახსოვს ხახვები და კარტოფილები, მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ჩვენ სარჩელს ასევე თან ერთვის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები ტოტალური მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემ მიერ ნახსენები ფაქტები დადასტურებულია ამ დასკვნებში",- განაცხადა ვაშაძემ.ოპოზიცია მიმართავს პროკურატურასაც და მოითხოვს პრემიერის და თბილისის მერის წინააღმდეგ ძიება დაიწყონ. "მათ პირდაპირ ეთერში აწარმოეს მასობრივი მოსყიდვა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენი საჯარო განცხადება არის ვალდებულება ხელისუფლებისთვის აღძრას საქმე",- განაცხადა ვაშაძემ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა