შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მასშტაბით, საპილოტე რეჟიმში ახალი საგანის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სასწავლებლად 17 სკოლა შეირჩა. მათ შორის ერთ–ერთი ახალციხის სკოლაა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 დეკემბერი 2018
ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის, მომავალი სემესტრიდან საჯარო სკოლებში საპილოტე რეჟიმში ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. ახალ საგანს საპილოტე რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 17 სკოლაში ასწავლიან. მათ შორის ერთ–ერთი ახალციხის N2 საჯარო სკოლაა. აქ სამხედროები გაკვეთილებს მეათე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარებენ. სასწავლო მასალის დახვეწაზე თავდაცვისა და კულტურის სამინისტროები, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ერთობლივად მუშაობენ. სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა ელექტრონული ფორმით მუშავდება და დასრულების შემდეგ ის რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება. „ეს არ არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შეფასება და ანალიზი. ბუნებრივია სახელმძღვანელოში იქნება გმირობის მაგალითები, რათა პატრიოტობის სულისკვეთება ჩავუნერგოთ ახალგაზრდებს. სახელმძღვანელოს ძირითადი მიზანი გახლავთ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროზე. ჩვენი მიზანია მათში ამავდროულად განვავითაროთ პრაქიტკული უნარები“, – განაცხადა დღეს, 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა.მისი თქმით, სახელმძღვანელოში მცირე ნაწილი დაეთმობა სამხედრო საფრთხეებსაც: „სამხედრო საფრთხეების ჭრილში წარმოდგენილია როგორც 2008 წლის, ასევე 1992 –93 წლების ომი, სირიის ომი მთიანი ყარაბაღის კონფლიტქი“.„თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო . ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ. პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება. საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:• ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას; • გააცნოს მოსწავლეს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები;• გააცნოს მოსწავლეს სამხედრო საქმის საფუძვლები; • გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები.საგანი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს: 2008 წლის ომი, საქართველო საერთაშორისო მისიებში და შეიარაღება;[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია