შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერი: ია კერზაიას გარდაცვალებაზე პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 11 დეკემბერი 2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალება არის ადამიანური ტრაგედია და მასზე პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია. ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ მოქალაქის შეკითხვას, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ია კერზაიას გარდაცვალების გამო.

„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს, მის ნათესავებს, კოლეგებს. მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია არის სრულიად მიუღებელი და მე ვიტყოდი ამორალურიც. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ის დღეს ფეისბუკზე ონლაინ ჩართვის რეჟიმში პასუხობდა მოქალაქეების კითხვებს.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაციიდან ერთ კვირაში, 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მას ანევრიზმის დიაგნოზი ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შვილი, ბაჩანა შენგელია სკოლაში ინსპექტირების ჯგუფის შესვლას და განათლების სამინისტროს მიერ დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნას უკავშირებს. ის ითხოვს გამოძიების დაწყებას. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი ინსპექტირება სკოლაში სტანდარტების შემოწმების მიზნით.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები