შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 11 დეკემბერი 2018

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაიზარდა. 20-დან 30 თეთრამდე მოიმატა როგორც შიდა გადაადგილების, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების მიმართულებით გადაადგილების თანხამ.
სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები აცხადებენ, რომ მგზავრობის გაძვირება საწვავზე ფასების ზრდამ გამოიწვია.
,,საწვავზე ფასები 40% -ით არის მომატებული, ამან გამოიწვია ჩვენი ხარჯის გაზრდა და იძულებული გავხდით, გადასახადი გაგვეზარდა. საწვავზე გაზრდილ ფასს ემატება ტექდათვალიერების და სხვა ხარჯებიც, რომლის გადახდაც გვიწევს მძღოლებს“,- განუცხადეს knews.ge-ს სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია