შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს მმართველი გუნდის ნაწილი ადასტურებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 10 დეკემბერი 2018

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები მმართველ გუნდში - გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს.

"უნდა დაიგეგმოს კომპლექსური ცვლილებები. ჩვენ პრემიერთან გვქონდა საუბარი ორი დღის წინ და შევთანხმდით, რომ დეკემბრის თვეში გაჟღერდება ახალი ინიციატივები. ახალი წლის შემდეგ ალბათ უკვე იქნება კომპლექსური ხედვის თაობაზე შეჯერება პოზიციების, რომელიც უკავშირდება მათ შორის შიდა მენეჯმენტის ახალ შეთავაზებებს" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ინტერესებს უკავშირებს.

„მთავრობა არის ახალი ჩამოყალიბებული, აქედან გამომდინარე ჩვენ გვესმის გარკვეული სპეკულაციები შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ამას არ აქვს საფუძველი. მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მთავრობა მუშაობს ამ პროგრამის შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია