შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ბიბლიოთეკამ ახალი წიგნები შეიძინა

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 12 დეკემბერი 2018
გურჯაანის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდი განაახლა. ამ ეტაპზე 371 წიგნი - ძირითადად მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა შეიძინეს.

როგორც ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების გამგე ნაირა ბითაძემ განაცხადა წიგნები მკითხველების მოთხოვნით შეიძინეს
„უკვე მესამედ შემოვიდა წიგნები. ისინი განაწილდება როგორც ცენტრალურ ასევე სოფლების ბიბლიოთეკებში. ლიტერატურა შევიძინეთ მკითხველების თხოვნით. იყო მოთხოვნა ქართველ მწერლებზე, ასევე კლასიკოსეზბე და თანამედროვე ლიტარეტურაზე. ძალიან გვიხარია როდესაც ასეთი დიდი მოთხოვნა მკითხველის მხრიდან. წიგნადი ფონდი მომავალში კიდევ შეივსება. “

ახალი წიგნების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 996 ლარი გამოიყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია