შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ყოფილმა რძალმა დედამთილს სცემა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 12 დეკემბერი 2018
გორის რაიონული პროკურატურა 38 წლის ქალბატონს ყოფილი დედამთილის ცემაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთი ოჯახის წევრები აღარ არიან, ქალს გირაო ოჯახური ძალადობის მუხლით შეუფარდეს. ბრალდებულს ადვოკატი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰყავს. პროკურატურის მტკიცებით „1980 წელს დაბადებული ქალბატონი, გორში, საცხოვრებელ სახლში, ყოფილ დედამთილთან ერთად იმყოფებოდა, ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებზე კამათობდნენ, კამათი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც რძალმა დედამთილს რამდენჯერმე გაარტყა ხელი. შემთხვევა 2018 წლის 6 აგვისტოს გორში მოხდა.“. დღეს გორის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევა, პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები