შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრმა"(SJMC) ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები, ახალციხეში ადგილობრივებს გააცნო.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 12 დეკემბერი 2018
კვლევა, რომლის შედეგებიც დღეს, 12 დეკემბერს მედია ცენტმა წარმოადგინა, ფოკუს ჯგუფის მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა. მის ფარგლებში, ორ ფოკუს ჯგუფთან ჩატარდა გამოკითხვა თუ რა სახის პრობლემები აქვს მოსახლეობას და რომელ საკითხებზე სურთ ადგილობრივებს თვითმმართველობასთან ერთად მუშაობა."კვლევის შედეგების შესაბამისად, ძალიან ბევრ საკითხში ერთამანეთს ემთხვევა ხელისუფლებისა და მოსახლეობის მოსაზრებები, მათ აქვთ საერთო ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ახალციხე, რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტში. არსებობს მთელი რიგი საკითხები რომელშიც ეს ხედვა რამდენადმე განსხვავებულია“ – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორი მარინა კუპატაძე.აღნიშნული კვლევა მედია ცენტმა "ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) მხარდაჭერითა და "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) დაფინანსებით განახორციელა. "ეს კვლევა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ გაგვეგო თუ კიდევ არის ისეთი პრობლემები, რომლებზეც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამის შემდეგ დაისახება ქმედითი ნაბიჯები", – ამბობს თამარ გზირიშვილი, რომელიც NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას წარმოადგენს. კვლევა, პროგრამის "ღია და ეფექტური მმართველობისთვის" ნაწილს წარმოადგენს. მის ფარგლებში მუშაობა დაწყებულია ახალციხის საკრებულოსთან, მერიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიათან."საზოგადოებამ იცის, რომ ერთბაშად და ერთდროულად შეუძლებელია გაკეთდეს ყველაფერი. ამის, არც ფინანსური რესურსი არსებობს და არც ადამიანური. ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს, რომ ეტაპობრივად, საზოგადოების თანამონაწილეობითა და თანამშრომლობით გაკეთდეს", – განაცხადა შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ.როგორც მედია ცენტრში განმარტავენ, კვლევების შეჯამების შემდეგ, ცენტრი მუშაობას დაიწყებს არასამთავრობო სექტორთან, თვითმმართველობასთან და საზოგადოების სხვა წევრებთან, იმისათვის, რომ ხალხი და თვითმმართველობა უფორო მეტად დაუახლოვდეს ერთმანეთს და მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაუმჯობესდეს.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში ბინა გაქურდეს

საზოგადოება