შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაპირისპირება პარლამენტში - ნიკა მელიას დარბაზში დასაბრუნებელი დერეფნის კარი ჩაუკეტეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 12 დეკემბერი 2018

დაპირისპირება ნიკა მელიასა და ირმა ინაშვილს შორის საკანონმდებლო ორგანოს დარბაზსა და დერეფანში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.

ირმა ინაშვილი ნიკა მელიას თავ-ყბის დალეწვით ემუქრებოდა და გარეთ გასვლას სთხოვდა, ზაზა პაპუაშვილი კი მას ზურგიდან მიეპარა და ჩაარტყა. 

მას შემდეგ რაც დეპუტატები მანდატურის სამსახურმა დერეფანში გამოიყვანა, ნიკა მელიას დარბაზისკენ მიმავალი კარი ჩაუკეტეს. 

„სრულ უმრავლესობაში ხომ არიან პლუს მთელი მანდატურის სამსახური. დაინახეთ, ხომ „ქართული ოცნება“ იგივე „პატრიოტთა ალიანსი“ როგორ იქცევა. რა არიან ესენი და ვინ არიან თუ არა კრიმინალები. ადამიანები დაჭრეს  პროცესში, შტაბის ხელმძღვანელი რაჭაში, უმოწყალოდ სცემეს ახალქალაქში, სიკვდილამდე მიიყვანეს რეპრესიებით ზუგდიდში ამაგდარი პედაგოგი. 

როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობ აი, რეაქცია ამათი. თან ლაჩრები, უკნიდან მომპარავები, ზაზა პაპუაშვილი... ერთი ხელწერა აქვთ. ეს არის ის გუნდი, რა გითხრათ შვილი რომ დედას უჩივის, სარჩელი რომ შეაქვს პრემიერმინისტრი ბახტაძე - ეს ის ხელისუფლებაა,“- ამბობს მელია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია