შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი ვაშაძე თელავში დაგეგმილ აქციაზე – არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 14 დეკემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ აპირებს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ისინი დაგეგმილი ადგილის შეცვლას არ აპირებენ და აქცია გაიმართება 800-წლოვან ჭადარსა და ერეკლე მეფის ძეგლს შორის მოედანზე.
ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეზღუდოს მათი საპროტესტო აქცია.
“ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას. კვირას, 16დეკემბერს, 09:00 საათზე, შევიკრიბებით აეროპორტის ტრასაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან. ყველა ერთად, ორგანიზებულად, გავემგზავრებით თელავში. ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას და გავაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას”,– აღნიშნა ვაშაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები