შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ ვინმე ფეხს ვერ აგვიწყობს, შევცვლით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 14 დეკემბერი 2018

საკადრო ცვლილებები - პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გუშინ ისე დასრულდა, რომ აღნიშნული საკითხი დეპუტატებს არ განუხილავთ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ცვლილებები იქნება, როგორც პარტიულ, ისე სამთავრობო დონეზე:

„თუ რომელიმე ადამიანი იმ დინამიკას, იმ აბსოლუტურად ახალ რეალობას, რომელიც იქნება ინაუგურაციის შემდეგ, ანუ ახალი კონსტიტუციის პირობებში ფეხს ვერ შეუწყობს, ბუნებრივია, ასეთი ადამიანების შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ძალიან კარგი იქნება,“- ამბობს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული პირების შეცვლაზე სხდომაზე არ უმსჯელიათ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია