შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში დაიწყო

სპორტი
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 15 დეკემბერი 2018

ბოლნოსის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის სახელობის ტურნირი საზეიმო ვითარებაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. საერთაშორისო ტურნირს ბოლნისი მეათედ მასპინძლობს. ჩემპიონატში 2004-2005 და 2006-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზებენ. ტურნირი 22 წონით კატეგორიაში ჩატარდება. საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ორ დღიანია და საქართველოს მუნიციპალიტეტების ნაკრებ გუნდებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენებიც მონაწილეობენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან, საბა დადვანის სახელობის თასი კი 60 წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ორ ძიუდოისტს გადაეცემა. შეგახსენებთ რომ საბა დადვანი წარმატებული ძიუდოისტი იყო, ის მრავალი ტურნირის ჩემპიონი და 60 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს პრიზიორი იყო.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია