შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სანდრა რულოვსმა ზუგდიდში 100-მდე ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 15 დეკემბერი 2018

საქართველოს ყოფილმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში 100-მდე ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

პირველი ლედისგან საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად მარჩენალდაკარგულმა ოჯახებმაც მიიღეს.

ბავშვების ნაწილს მათთვის აუცილებელი მედიკამენტები გადაეცათ, რამდენიმეს კი უცხოეთში კვლევები დაუფინანსდებათ.

„ჩვენ ყოველ წელს ორჯერ მოვდივართ ზუგდიდში - აღდგომაზე და საახალწლო პერიოდში. ჩვენ არ ვუყურებთ, არჩევნებია თუ არ არის არჩევნები. ჩვენ ვურიგებთ სოციალურად დაუცველ ფენას, მარტოხელა ადამიანებს და ასევე, მრავალშვილიან ოჯახებს,“ - განაცხადა სანდრა რულოვსვმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია