შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ველისციხის ინცინდენტისას დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი საავადმყოფოში რჩება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 17 დეკემბერი 2018
გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში,  გუშინ, სოფელ ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ერთი პოლიციელი რჩება. მას ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აქვს.
სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული ერთი აქტივისტი.  გუშინ დაშავებულმა ექვსმა პოლიციელმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

"ამ დილით მოვინახულე დაშავებულები პოლიციელი და ერთი  აქტივისტი ქალბატონი. ქალბატონს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და დღეს გაეწერება როგორც მითხრეს . პოლიციელი ამ დრომდე რჩება გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში. მას ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა აქვს. გუშინდელი ინცინდეტის დროს გმირულად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს დასაფასებელია, რადგან შესაძლოა უფრო ცუდი შედეგი დამდგარიყი."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას აპირებდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავის მიმართულებით გზის გაგრძლეება ვეღარ შეძლეს, ამას კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ინცინდენტის დროს დაშავდა 15-მდე პოლიციელი და 2 აქტივისტი.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია