შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენის მერიამ ახალი ნაძვის ხის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ 10 მეტრზე მაღალი ხელოვნური ნაძვის ხე, დაბის ცენტრში, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ დღეში უნდა დადგას.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 დეკემბერი 2018
ადიგენის მერიამ ტენდერი 10 დეკემბერს 15 538 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 დეკემბერს დასრულდება.საახალწლო ღონისძიება ადიგენში 31 დეკემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ მდებარე სკვერში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მიიღებენ. საღამო ფეიერვერკით დასრულდება. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია