შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს, 15 დეკემბერს ახალქალაქში ნაგვის ურნა დაიწვა. ერთ თვეში ახალქალქში პლასტმასის ნაგვის ურნის დაზიანებს ეს მესამე შემთხვევაა.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 15 დეკემბერი 2018
ქრისტინა მარაბიანის ფოტოშემთხვევა დარბინიანის ქუჩაზე მოხდა. როგორც სააგენტო jnews-თან დასუფთავების სამსახურის უფროსმა განაცხადა, ცნობილია იმ მოქალაქის ვინაობა ვისი დაუდევრობითაც ნაგვის ურნა დაიწვა და იგი მზადაა ზარალი აანაზღაუროს.თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთ–ერთმა ადგილობრივმა ურნაში ღუმელიდან გამოღებული ნაცარი ჩაყარა, რის გამოც ურნას ცეცხლი მოეკიდა.შეგახსენებთ, რომ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ახალქალაქს 300 ახალი პლასტმასის ურნა გადასცა, მათ შორის 160 ქალაქში, 42 კი ახალციხე-ბაკურიანი-ნინოწმინდა-კარწახის მიმართულებით გზებზე განლაგდა. გასულ წელს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან 10–წლიანი სესხი აიღო. ამ სესხით თითო მუნიციპალიტეტმა ნაგვის მინიმუმ 100 ურნა და ასევე ნაგავმზიდი მანქანები შეიძინა. ახალქალაქის ვალი 640 000 ლარია, მერია გადახდას 2020 წლიდან დაიწყებს.ქრისტინა მარაბიანის ფოტო[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია