შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათ ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ ნინოწმინდა-ბავრას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სომეხი მესაზღვრეები საქართველოში არ უშვებენ.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 15 დეკემბერი 2018
როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი განმარტავს პრობლემები იმ პირებს ექმნებათ, ვისაც საქართველოსთან ერთად სომხეთის მოქალაქეობა აქვს. მათ სომხეთის ხელისუფლება უფლებას არ აძლევს ქვეყნის საზღვრი გადაკვეთონ.„ამ ახალგაზრდებმა სომეხთის რესპუბლიკის მიერ გაცემული ცნობები მიიღეს, რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხება. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. სომხეთის ხელისუფლება არ აძლევს ნებას ისინი საქართველოში დაბრუნდნენ. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც სამუშაოდ რუსეთში იყვნენ და ახლა სომხეთის გავლით საქართველოში ბრუნდებიან“, – ამბობს მოსოიანი.მისი თქმით, ამ მოტივით სომხეთის მესაზღვრეებმა რამდენიმე ეთნიკური სომეხი, ორი დღის წინ დააკავეს. მათი გათავისუფლების მოთხოვნით კი ახალგაზრდებმა ნინოწმინდა-ბავრას საკონტროლო-გამშვებ პუნქტან გუშინ, 14 დეკემბერს აქცია გამართეს. დღეს, 15 დეკემბერს კი აქციის მონაწილეთა ხუთკაციანი დელეგაცია ერევანში, პოლიციის უფროსს ვალერი ოსიპიანსა და მის მოადგილეს შეხვდა. "ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელთან. შეხვედრა საკმაოდ პოზიტიურ ატმოსფეროში ჩატარდა.სომხეთის ახალი ხელისუფლება არსებული პრობლემების მოგვარებას დაგვპირდა. ამ საკითხზე საბოლოო პასუხს ორშაბათს, 17 დეკემბერს გვეტყვიან“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.ახალგაზრდები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს გააგრძელებენ, ასევე შეხვდებიან ნიკოლ ფაშინიანსაც.„სომხეთის პოლიციას 300–მდე პირზე აქვს ძებნა გამოცხადებული. მათი ნაწილი ახლა რუსეთშია და საქართველოში დაბრუნება უნდათ. გვინდა ეს საკითხი მოგვარდეს და ჩვენ თავისუფლად შევძლოთ სიარული“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია