შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ველისციხესთან დაპირისპირების შედეგად დაშავებულ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს ოპერაცია ჩაუტარდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 17 დეკემბერი 2018

ველისციხესთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალში” ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. დალაქიშვილის თქმით, მას ტვინის შერყევა და ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს.
„თბილისიდან ველოდებით ექიმს, რომ ოპერაცია ჩამიტარდეს. ინციდენტის დროს ხალხი ორად იყო გაყოფილი. დავინახე რამდენიმე მამაკაცი ერთ-ერთ ბიჭს აიძულებდა ტელეფონიდან ფოტოების წაშლას. მე მის დასახმარებლად მივედი და სწორედ ამ დროს რკინის დუბინკის მაგვარი რაღაც დავინახე, რომ მომხვდა”, – განაცხადა დაშავებულმა შოთა დალაქიშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სოფელ ველისციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია