შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მელიას სისხლში მაინც არ აქვს ხელები გასვრილი, უბრალოდ გზასაცდენილია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 17 დეკემბერი 2018

თელავში, ბატონის სასახლის ეზოში ინაუგურაციას შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაესწროს - ნიკა მელია. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ცნობით, ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიწვეული „ნაციონალებიდან" მხოლოდ მან განაცხადა ოფიციალური თანხმობა. თუმცა, მმართველ პარტიაში შიშობენ, რომ ინაუგურაციაზე მის ყოფნას შესაძლოა ინციდენტი მოყვეს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა შემოხლა მოხდა ნიკა მელიასა და „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებს - ირმა ინაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის.

„თუ ასე აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას, ესეიგი მოაწყობს, თუ არ აქვს დაგეგმილი ხელისუფლებასთან ერთად, მაშინ არაფერსაც არ მოაწყობს. პასუხისმგებელი ვინაა კონსტიტუციურ უსაფრთხოებაზე? სუს-ი, - მას ევალება და უნდა აღკვეთონ რაიმე აჯანყება ან რაიმე კანონის დარღვევა," - აცხადებს დეპუტატი და „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი ინაუგურაციაზე მელიას შესაძლო დასწრების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

მან პარლამენტში მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა განმარტება.

„ნიკასკენ ხელის დასარტყმელად კი არ ვიწეოდი, მივდიოდი, რომ ირმას გვერდით ვყოფილიყავი, უბრალოდ არ გამიშვეს. იმის ფიქრი მქონდა, რომ შეუარცხყოფა არ მიეყენებინათ თანაპარტიელი ქალისთვის.

„ნიკა მელია რა შუაშია? ახალგაზრდა ბიჭია, სისხლში არ აქვს გასვრილი ხელი და არც იმ უბედურებებში, რასაც ჰქვია ციხის ბუნტი, ახალგაზრდების ჩახოცვა... უბრალოდ, იმ პარტიაში მოხვდა, შეიძლება ითქვას, რომ გზააცდენილია. ნიკა მელიაზე უფრო დიდი მტრები არიან სხვები. მელიასთან არაფერი მესაქმება," - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია