შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი შეპყრობილია ხელისუფლების ხიბლით, სხვა არანაირი ფასეულობა არ გააჩნია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 17 დეკემბერი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილია ხელისუფლების ხიბლით, და პირად ინტერესს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს.

მისივე თქმით, ძალადობრივი ქმედებების ჩამდენი ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. 

„ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად უპასუხისმგებლო ძალასთან “ნაციონალური მოძრაობის” სახით. სამწუხაროდ, სააკაშვილი ისე შეპყრობილია ხელისუფლების ხიბლით, სხვა არანაირი ფასეულობა არ გააჩნია და ყველაფერზე, მათ შორის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებს პირად ინტერესს. ის თავიდან ბოლომდე შეპყრობილია იდეით, რომ იყოს ხელისუფლებაში. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია. ნურავის ექნება ილუზია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს. ჩვენი ინსტიტუტები საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთ პრობლემებს გავუმკლავდეთ და გარწმუნებთ, გავუმკლავდებით ძალიან ეფექტურად',- განაცხადა მამუკა ბახტაძემ

"პრაიმტაიმი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია