შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„არა ბულინგს“ – კონკურსის გამარჯვებული დაბა კაზრეთის №2 სკოლა გახდა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 18 დეკემბერი 2018

საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი „არა ბულინგს“  დასრულდა, რომელიც სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსი საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 10 დეკემბერს დაიწყო.

კონკურსზე, საქართველოს მასშტაბით სამი გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდა. პირველი ადგილი დაბა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლა გავიდა,  ხოლო მესამე ადგილზე ქალაქ სენაკის მე-7 საჯარო სკოლა დასახელდა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია