შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა არ დამიჯერა და გავაკრიტიკე, მანაც არ დაიშურა "ტკბილი" სიტყვები ჩემთვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 დეკემბერი 2018

 

"პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან მქონდა საუბარი,  რომ კრიზისის წინაშე იდგა წინასაარჩევნოდ,მაგრამ მან ეს არ დაიჯერა,რასაც მოჰყვა ჩემი მხრიდან მის მიმართ კრიტიკა და ივანიშვილმაც არ დაიშურა ერთი-ორი "ტკბილი" სიტყვა ჩემი მისამართით. ახლა კიდევ ერთხელ მინდა მას ვუთხრა თქვენი ეთერის მეშვეობით,  რადგან პირადი კომუნიკაციის დიდი საურვილი ამ ეტაპზე არ მაქვს -ერთადერთი გამოსავალი ინსტიტუციური წესრიგის აღდგენისა ,ანუ კრიზისის გადალახვის არის , მისი დაბრუნება პრემიერმინისტრად.რადგან პრეზიდენტი ასეთი თუ ისეთი ქვეყანას უკვე ჰყავს, ის უნდა დაბრუნდეს პრემიერ მინისტრად, ამის გარეშე ინსტიტუციური წესრიგი არ აღდგება,ისევ იქნება აპელირება ჩრდილოვან მმართველობაზე,ისევ იქნება მასზე ხელის შეხოცვა სისტემის მხრიდან და პარაზიტირება მის რესურსებზე,რადგან ის არის მარტო პასუხისმგებელი და მას ბრალდება ყველა გადაწყვეტილება ქვეყანაში.მან კეთილი უნდა ინებოს და დაჯდეს პრემიერ მინისტრის კაბინეტში და მართოს ეს ქვეყანა და ის კითხვები რაც მის მიმართ ჩნდება აღარ იქნება"-განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "დღის ამბებში",  ტვ "პირველზე"

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია